07/11/2008
![]()
ანონსი მედიისთვის
გამოფენა "ილიას ხელნაწერები"
2008 წლის 10 ნოემბერი, 17:00 საათი - TBC ბანკის საგამოფენო დარბაზში (მის: მარჯანიშვილის 7) ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გახსნის გამოფენას "ილიას ხელნაწერები".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ილია ჭავჭავაძის ხელნაწერები, მათ შორის ისეთი ნაწარმოებების ავტოგრაფები, როგორებიცაა "აჩრდილი", "განდეგილი", "ოთარაანთ ქვრივი" და სხვ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ილიას წერილები ოლღა გურამიშვილისადმი.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ილიას ორიგინალური ხელნაწერების პარალელურად გაეცნოს სპეციალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პირობებში მუშაობდა ილია, რომელია მისი პირველი და ბოლო თხზულებები, როგორ ირჩევდა სათაურს თხზულებისათვის, ინახავდა თუ არა ხელნაწერებს, როგორ გამოიყურება მისი შავი ჩანაწერები, რომელი ფსევდონიმებით სარგებლობდა და სხვ.
გამოფენა ილია ჭავჭავაძის 170 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებათა სამთავრობო კომისიის მიერ ორგანიზებულ აქციათა ფარგლებში ჩატარდება.
გამოფენის ხილვის საშუალება დამთვალიერებელს 10-დან 16 ნოემბრის ჩათვლით ექნება.
###
საკონტაქტო პირი:
ირინა ჭოღოშვილი
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ: 36 40 94; 895 28 16 08
ელ-ფოსტა: info@manuscript.ge
ვებ-გვერდი: www.manuscript.ge